„მუსიკალური საღამოები“ რეგიონებში
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონებში „მუსიკალური საღამოები“ გრძელდება. ღონისძიებებს დღეს თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, ფოთის და ბათუმის მუნიციპალიტეტები, ხოლო ხვალ ახალქალაქის, ყვარლის, ლანჩხუთის და შუახევის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ. "მუსიკალური საღამოების" ფარგლებში, რომელიც ყველა ქალაქში 19:00 საათიდან დაიწყება სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში
