კახეთი უკრაინელ მოზარდებს მასპინძლობს
საქართველოს კულტურის სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, კახეთი, უკრაინელ მოზარდებს მასპინძლობს. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა. სამუსიკო სკოლის 46 მოსწავლე და მათი თანმხლები პირები ახაშენში 10 დღით დარჩებიან და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, მათთვის დაგეგმილია ექსკურსიები თბილისში, ბოდბესა და სიღნაღში. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობს უკრაინაში საქართველოს საელჩო
