ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ „კრედიტ სუისის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ, კრედიტ სუისის შვილობილი კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ქრონიკასთან“ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ ისაუბრა. მისი თქმით, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კრედიტ სუისის შვილობილ კომპანიას დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ. პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა , რომ თავის დროზე აშკარად იყო დარღვეული ბიძინა ივანიშვილის უფლებები - აღნიშნავს ადვოკატი
