პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა - შეფასებები
„სიმართლე გითხრათ, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ ვიცოდი. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „მთავარ არხს“ განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტისგან ეს იყო თამამი გადაწყვეტილება. ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულების მხრივ
