შეიარაღებული ამბოხი რუსეთში
რუსეთში სამხედრო ამბოხი დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს, ვაგნერელთა ბანაკის დაბომბვაში დასდო ბრალი, რასაც მისი თქმით, დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა. აუდიომიმართვაში მან განაცხადა, რომ ოპერაციას პირადად მინისტრი შოიგუ ხელმძღვანელობდა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით როსტოვში იყო ჩასული, თუმცა მალევე ქალაქიდან გაიქცა. ამის შემდეგ ვაგნერის დაჯგუფება როსტოვისკენ დაიძრა და სამხრეთ სამხედრო ოლქის ადმინისტრაციული შენობები და შტაბი დაიკავა. დაჯგუფების მეთაური როსტოვში, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის მეთაურის ჩასვლას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის როსტოვის ბლოკირებითა და მოსკოვისკენ წასვლით იმუქრება
