მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გაეროს საჯარო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გაეროს საჯარო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა. როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, მთავრობის პრიორიტეტია მდგრად, თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საჯარო მოხელეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს.
