„ჯორჯიან მანგანეზი“ საპროტესტო აქციებზე არაერთგზის გამოთქმულ მოთხოვნას ეხმაურება
„ჯორჯიან მანგანეზი“ საპროტესტო აქციებზე არაერთგზის გამოთქმულ მოთხოვნას ეხმაურება და მზადაა ჭიათურის მაღაროები, მაღაროელებს მართვაში გადასცეს. „ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს.“ -აცხადებენ კომპანიაში. ამასთან, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომპანიამ გადაწყვიტა ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროოს.
