სოფელ შილდაში ალექსი დავითაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
სოფელ შილდაში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს 8-გზის აბსოლუტური ჩემპიონის ალექსი დავითაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გამარჯვებული კი საჩხერელი ონისე ბუღაძე გახდა.
