იტალიაში ქართული ოპერა ,,დაისი“ იტალიურ ენაზე პირველად შესრულდა
იტალიაში ქართული ოპერა ,,დაისი“ იტალიურ ენაზე პირველად შესრულდა, იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ. ,,დაისის“ დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ,,დაისის“ წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, რომელიც მისი დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა კატანიაში მუსიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს.