რუსეთი უკრაინის იერიშზე
მოსკოვის მტკიცებით, უკრაინის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს ხერსონის ოლქთან აკავშირებს. ოკუპირებული ხერსონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიევმა ბრიტანული წარმოების რაკეტა გამოიყენა. ხიდი რუსი სამხედროებისთვის ფრონტის ხაზამდე უმოკლესი გზა იყო. მისი აფეთქების შემდეგ რუსულ პოზიციებს სამხედრო მომარაგების ერთ-ერთი მარშრუტი აღარ აქვთ.
