თბილისის მერია თაბუკაშვილის ქუჩის 51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია თაბუკაშვილის ქუჩის 51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას იწყებს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რომელსაც ავარიულობის მეოთხე ხარისხი მიენიჭა. სახლის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ხანძარმა. რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვებიან სპეციალისტები და სათანადო გამოცდილების მქონე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები.
