პარლამენტის თავმჯდომარე ღია წერილს აქვეყნებს
"რატომ არ უნდა დააყენოს დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა საქართველოსთან ურთიერთობებში"- ამ სახელწოდებით პარლამენტის თავმჯდომარე ღია წერილს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილსა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროერქტზე წერს. წერილში მან კონკრეტული ფაქტები მოიყვანა, შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა თაღლითობის მასშტაბმა და პოლიტიკურმა შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ტყუილებს, საზღვარი არ აქვს და აჩვენა ის, რომ უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს, რაც ძირს უთხრის ნდობას ურთიერთობებში.
