დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა. გადაწყდა, რომ მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტულ პაკეტს უმოკლეს ვადაში მოამზადებს. სხდომაზე ჯანდაცვის, სოციალური სფეროს, დასაქმების ხელშეწყობის, განსახლებისა და მიგრაციის კუთხით არსებულ ინიციატივებზეც იმსჯელეს.
