ესტონეთის პარლამენტმა ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონი დაამტკიცა
ქვეყნის პრემიერ მინისტრის კაია კალასის განცხადებით, იგი ამაყობს ამ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებით. ამ კანონის მიღებით, ესტონეთი პირველი ბალტიისპირა სახელმწიფო გახდა, სადაც ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება ლეგალური იქნება. ახალი კანონი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა.
