ბირთვული იარაღი
უკრაინის დაზვერვის სამმართველოში რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას ამ ეტაპზე არ ელიან. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, საფრთხე ყოველთვის არის და მოსკოვისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს ისეთი ახალი გარემოებები, რომლებიც მოსკოვს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს.
