პაპუაშვილმა ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“კანონი ძალაშია. კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ აღმოფხვრის იმ ბუნდოვანებას, თუ ვინ უნდა შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა საჭიროების შემთხვევაში.
