არასრულწლოვნებით ვაჭრობა
არასრულწლოვანებით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი გერების შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ეწეოდა. მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთის შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.
