პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში, დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტულ პაკეტს მოამზადებს. სხდომაზე განიხილეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ღონისძიებები, რეკომენდაციები და ინიციატივები. იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროს, დასაქმების ხელშეწყობის, განსახლებისა და მიგრაციის კუთხით არსებულ ინიციატივებზე.
