ნორვეგიამ, უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 23 მილიონი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო
ნორვეგიამ, უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 23 მილიონი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ცნობით, თანხის თითქმის ნახევარი უკრაინაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფს უნდა მოხმარდეს, რომელიც ამ ეტაპზე, კახოვკის ჰესის დაზიანების შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე მუშაობს.
