სუროგაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვა სექტემბრიდან დაიწყება
სუროგაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვა სექტემბრიდან დაიწყება. დოკუმენტის მიხედვით, სუროგაცია დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამას გარდა, კანონპროექტით აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედის, ქსოვილის, ასევე სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც ის მატერიალურ სარგებელს ეხება.
