პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიზნით გასახორციელებელ ღონისძიებებზე.
