"ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის ჭიათურაში დროებით გაჩერებული წარმოება განაახლოს
„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის ჭიათურაში დროებით გაჩერებული წარმოება განაახლოს და თანამშრომლებს ხელფასი 100%-ით გადაუხადოს. კომპანია ითვალისწინებს დასაქმებულთა მოთხოვნას და ინფლაციიდან გამომდინარე, ხელფასი ინდექსაციით 5%-ით გაზარდოს.
