პოლიტიკური პოლარიზაცია - რადიკალების მიზანი
სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების თქმით, კონკრეტული ძალები ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რაც საბოლოო ჯამში ძალადობაში გადადის. მათი თქმით, როდესაც ადამიანებს აქვთ მცდელობა „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ და მას კონკრეტული პარტიები გმირად ასაღებენ, ამაზე საზოგადოების ნაწილს აქვს რეაქცია, რაც შემდეგ ძალადობაში გადადის.
