საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას 300-ზე მეტი პაკისტანელის სიცოცხლე შეეწირა
პაკისტანის სენატის ხელმძღვანელის განცხადებით, საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას 300-ზე მეტი პაკისტანელის სიცოცხლე შეეწირა. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. საბერძნეთის მთავრობას ახალი მონაცემები ჯერ არ დაუდასტურებია. ბორტზე დაახლოებით 750 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 100-ზე მეტი, ბავშვი იყო.
