გაერო რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის შეზღუდვაში ადანაშაულებს
გაერო რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის შეზღუდვაში ადანაშაულებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაზიანების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, სხვადასხვა სახის დახმარება სჭირდება, თუმცა რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში აღნიშნული დახმარება ვერ აღწევს.
