პარლამენტში სუროგაციაზე მსჯელობა იწყება
პარლამენტში სუროგაციაზე მსჯელობა იწყება. მთავრობის კანონპროექტი, ბიუროს სხდომსა წარედგინება. ცვლილებებით, ინვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, იკრძალება სუროგაციასთან დაკავშირებით რეკლამების განთავსება, ასევე, იკრძალება სუროგატებისთვის ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, სხვა ტიპის კომპენსაციის მიღება.
