შოტლანდიის ყოფილი პრემიერი ბრალდებებს უარყოფს
შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ნიკოლა სტერჯენის თქმით, ის შოტლანდიის ნაციონალური პარტიიდან წასვლას არ აპირებს და პარლამენტში დაბრუნებას გეგმავს.
