ვითარება უკრაინაში
უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანისა და მარიინკის მიმართულებები. უკრაინა შეტევით ოპერაციებს ატარებს ზაპოროჟიეშიც, თუმცა როგორც რუსული მხარე ირწმუნება, უკრაინელების ყველა იერიში მოგერიებულია. პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. სუმის ოლქში სარაკეტო დარტყმას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
