ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ, 20 ივნისიდან იწყება
ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ 10:00 საათიდან იწყება. ბილეთების ფასი 125-დან 1450 ლარამდე მერყეობს. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. არსებობს 20 და 30 პროცენტიანი ფასდაკლებებიც. ბრუნო მარსის კონცერტი კი პირველ ოქტომბერს დინამო არენაზე გაიმართება.
