აბრამოვიჩს თანხის გადარიცხვა რუსეთის მოქალაქეებისთვის სურს
"დეილი მეილის" ინფორმაციით, რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს არ სურს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვით მიღებული 2 მილიარდ 900 მილიონი დოლარი, უკრაინას უნდა გადაეცეს. გამოცემის ინფრომაციით, აბრამოვიჩს თანხის გადარიცხვა, ომით დაზარალებული რუსეთის მოქალაქეებისთვის სურს, რასაც არც ბრიტანეთის ხელისუფლება და არც ევროკომისია არ თანხმდება. ამ დროისათვის თანხა აბრამოვიჩის კომპანიის ანგარიშზე ბლოკირებულია.
