დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. მსჯავრდებული აცხადებს , რომ მზად არის პროცესში დისტანციურად ჩაერთოს. სხდომა ორ საათზე დაიწყება. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია- ეს მიხეილ სააკაშვლისთვის წარდგენილი ბრალდებაა.
