მუსიკალური საღამო თიანეთში
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, მუსიკალური საღამო გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. მათ შორის მოეწყობა ფოტოზონები, საბავშვო, სადეგუსტაციო და კვების ზონა, ადგილობრივი მეწარმეების სივრცე, მასტერკლასები, იქნებიან ანიმატორებიც. საღამო, კი კონცერტით დაასრულდება.
