წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული
საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა. კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეათედ გაიმართა. კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია. ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, „საქართველოს ფოსტის“ რჩეული, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 400-მდე მოზარდმა.
