„პოლიტიკოს“ სტატია
„რესუბლიკელები კონგრესში უკრაინისთვის რაკეტების საწარმოებლად საჭირო სახსრებს ბლოკავენ“- ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. გამოცემის ცნობით, საბიუჯეტო გეგმა უკრაინისთვის რაკეტების საწარმოებლად ორი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა როგორც რესპუბლიკელები აცხადებენ, პროგრამის დაფინანსების შესახებ პენტაგონმა არასაკმარისი და დაუსაბუთებელი მონაცემები წარმოადგინა.
