პროტესტი ფრანკლინის კლუბს
„ფრანკლინის კლუბის“ ორი წლის საიუბილეო ღონისძიება გააპროტესტეს სამოქალაქო მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენლებმა. მოძრაობის წევრები ფრანკლინის კლუბს ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. კლუბმა დაარსების ორი წლის იუბილე „კოკა-კოლის“ ძველ ქარხანაში აღნიშნა. რაც აქციის მონაწილეების თქმით, სიმბოლურია, რადგან კომპანია ბოლო პერიოდში, ანტიქართულ ქმედებებს ეწევა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ღონისძიების გასაშუქებლად ფრანკლინის კლუბის წევრებმა, მედიის ნაწილი, მათ შორის ტელეკომპანია „იმედი“, შენობაში არ შეუშვა.
