ქარის და წვიმის შედეგები თბილისში
თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა, პრობლემები შექმნა ქალაქის ცალკეულ უბნებში. გაგარინის მოედანზე, მშენებარე კორპუსის ბოლო სართულიდან ქარმა, სამშენებლო, დამხმარე კონსტრუქციები მოგლიჯა. შესაბამისი ვიდეომასალა, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ასევე, ძლიერმა ქარმა, საცხოვრებელ კომპლექსს „ქინგ დავიდს“, რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადმოაგდო. დაზიანებულია ავტომობილი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად, დროებით შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. თბილისის ზოგიერთ უბანში კი წვიმამ საავტომობილო გზები დატბორა.
