ფან-კლუბ ლიგა 2023
თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა საფეხბურთო ჩემპიონატი ფეხბურთის ქომაგებს შორის, ფან კლუბ ლიგა 2023, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართული და უცხოური გუნდების 16-მა ფან-კლუბმა. ფან-კლუბ ლიგა მეხუთე წელია ტარდება. 2023-ის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლივერპულისა და ბაიერნის ფან-კლუბები, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ტურნირის გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა, სადაც ლივერპულის ფან-კლუბმა 5:4 სძლია მეტოქეს.
