მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ადგილობრივ მოსახლეობას მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს. სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაში განაცხადების მიღებას 27 ივნისს დაიწყებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არა ნაკლებ 30 ათას ლარს და არაუმეტეს 100 ათს ლარს. პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო, სამეურნეო, ასევე არა სასოფლო სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები.
