საშტაბო სწავლება „ბასიანი 2023“ დასრულდა
სამეთაურო საშტაბო სწავლება „ბასიანი 2023“ დასრულდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნებში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
