საპროტესტო აქციები სერბეთში
სერბეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ათობით ათასმა დემონსტრანტმა ბელგრადის მთავარი გზატკეცილი გადაკეტა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო ტალღა სერბეთში მაისის თავდასხმების შემდეგ აგორდა, რასაც 18 ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიცია ვუჩიჩს 11-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის პერიოდში შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში სდებს ბრალს.
