ბლინკენი ჩინეთს ეწვია
ამერიკის სახელმწიფო მდივანი პეკინში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრისას ის ორმხრივი ურთიერთობისა და უკრაინის ომის საკითხებს განიხილავს. ენტონი ბლინკენი პირველი მაღალი რანგის დიპლომატია, ვინც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინეთს ეწვია. პეკინში გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტის შენარჩუნებას ვაშინგტონი მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
