მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერი
მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ზურაბ აბაშიძე ფეიკს და დამონტაჟებულს უწოდებს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ადასტურებს რომ სატელეფონო საუბარი ნამდვილად ჰქონდა პოზნერის სტუმრობის შემდეგ რუს ბიზნესმენთან, მაგრამ არ ადასტურებს იმ შინაარსს, რომელიც ფარულ ჩანაწერში იყო მოცემული. ამის შესახებ მან შაბათის ქრონიკაში ისაუბრა.