დაკავება ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე
პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თავდამსხმელი ჯაფარიძემ ამოიცნო. გორის პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ გორში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცლებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი, მისი ბოლოდროინდელი, შეურაცხმყოფელი განცხადებებია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით.
