„მუსიკალური საღამოები“ - ღონისძიებები, ქობულეთში, ცენტრალურ პარკში გაიმართა
მუსიკალური საღამო ქობულეთში. ღონისძიებები ცენტრალურ პარკში გაიმართა. ადგილობრივმა მეწარმეებმა მათი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს, მოეწყო ღია კაფეები და გასართობი სივრცეები. საბავშვო შოუების შემდეგ საღამო გალა კონცერტით დასრულდა. პროექტი „მუსიკალური საღამოები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებების მასპინძელი დღეს ხელვაჩაური იქნება.
