„გემო ფესტი“ - ყველაზე გემრიელი ფესტივალის პირველი დღე
ყველაზე გემრიელი ფესტივალის პირველი დღე. ასობით სტუმარი ეწვია ვერიკო ანჯაფარიძის სკვერს, სადაც 17-მა მზარეულმა იმერული ტრადიციული კერძები განახლებული სახით მოამზადა. გასტრონომიული ფესტივალი იმერული სტუმარ-მასპინძლობით და კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. საღამო ქუთაისში კონცერტით დასრულდა. „გემო ფესტი“ გრძელდება დღესაც, სამი საათიდან ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პარკში ისევ შეიკრიბებიან მზარეულები და სტუმრებს ახალ გემოებს შესთავაზებენ.
