პროტესტი საფრანგეთში
საფრანგეთში ლიონი-ტურინის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ. 4 ათასამდე აქტივისტმა „ლა მორიენის“ ხეობაში კარვების გაშლა სცადა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 270-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა ალპებში 58-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრას ითვალისწინებს, რაც პროექტის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს.
