მიგრანტთა გადარჩენის სამაშველო ოპერაცია
ესპანურმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოუფენ არმსმა“ ხმელთაშუა ზღვაში 117 მიგრანტი გადაარჩინა. მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ხის ნავით ცდილობდნენ. გადარჩენილები სუდანისა და ლიბიის მოქალაქეები არიან. მათ შორის ბავშვებიც არიან. ორგანიზაციამ სამაშველო ოპერაცია საერთაშორისო წყლებში, ლიბიის სანაპიროდან 30 კილომეტრის დაშორებით ჩაატარა.
