12 რეკომენდაცია და ოპოზიციის მიზანი
პარლამენტის ევრო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ხელისუფლების სუბიექტური მიზანი არის ის, რომ რეკომენდაციები შეასრულოს და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით, ოპოზიციის მიზნები სულ სხვაა. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არანაირად არ ისახავს მიზნად იმას, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.
