სასამართლომ გიორგი უდესიანი და ზაზა გუგავა დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო ზაზა გუგავასთან ერთად. გამოძიებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე აფთიაქიდან ძალადობითა და მუქარით მოიტაცეს ბიზნესმენი, გადაიყვანეს „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში და იარაღის გამოყენების მუქარით დაზარალებულისგან ქონების დათმობა და მათთვის სასურველ პირზე გადაფორმება აიძულეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის ორგანიზატორს - გიორგი უდესიანს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით, ხოლო ზაზა გუგავას 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
