ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი
ზუსტად ერთი წლის წინ საქართველომ ევროკომისიისგან ევროპული პერსპექტივა და დავალებად 12 რეკომენდაცია მიიღო. ერთი წლის წინ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული ეწოდა, მაგრამ მაინც უსამართლო, რადგან უკრაინისგან და მოლდოვისგან საქართველოს გამოყოფა მოხდა. მთელი წელი მსჯელობა და მუშაობა მიმდინარეობდა 12 რეკომენდაციაზე, რომლის უმეტესი ნაწილი ამ დროისთვის შესრულებულია, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამაზე მიანიშნებდნენ დღეს ევროკავშირის ელჩები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და საბოლოოდ 27 ქვეყნის ლიდერის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას
